დუბაის ტურნირი HAWKS-მა მოიგო

დუბაიში დასრულდა საგამოფენო საჩოგბურთო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც გუნდი “HAWKS” გახდა. ფინალურ მატჩში “ქორებმა” გუნდი “KITES” დაამარცხეს.

null

ჩემპიონი გუნდის შემადგენლობა საკმაოდ სოლიდური გახლდათ: ალექსანდრ ზვერევი, ელენა რიბაკინა, დომინიკ ტიმი, ანეტ კონტავეიტი (მოეხსნა ტრავმის გამო), ანასტასია პავლუჩენკოვა.

ფინალისტ “KITES”-იც არანაკლებ ცნობილი ჩგბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული: ფელიქს ოჟე-ალიასიმი, იგა შვიონტეკი, ჰოლგერ რუნე, სანია მირზა, ეჟენი ბუშარი.

ფინალური დაპირისპირება ელენა რიბაკინას და იგა შვიონტეკის მატჩით გაიხსნა. უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა მოულოდნელად ძალიან მარტივად მოუგო მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩგანს 6:3 6:1.

მეორე შეხვედრა უკვე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის გახლდათ – ფელიქს ოჟე ალიასიმმა კორტზე დაბრუნებულ ალექსანდრ ზვერევს (ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველ ტურნრის ატარებს) კლასიკური ანგარიშით მოუგო 6:4 6:3.

ფინალის გამარჯვებულის ბედი წყვილთა თანრიგის მატჩს უნდა გადაეწყვიტა. დომინიკ ტიმის და ანასტასია პავლუჩენკოვას ტანდემმა 7:6 6:3 სძლია რუნე/მირზას და “HAWKS”-ს დუბაის ტურნირის ტიტული მოაგებინა.

null

მსოფლიო ჩოგბუთის ლიგა

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამირიები

19 – 24 დეკემბერი 2022

ღია კორტები,, ჰარდი

ფინალი

Hawks – Kites – 37:25

ელენა რიბაკინა (Hawks) – იგა შვიონტეკი (Kites) – 6:3, 6:1

ფელიქს ოჟე-ალიასიმი (Kites) – ალექსანდრ ზვერევი (Hawks) – 6:4, 6:3

დომინიკ ტიმი/ ანასტასია პავლუჩენკოვა (Hawks) – ჰოლგერ რუნე/ სანია მირზა (Kites) – 7:6(4), 6:3

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *