დღეს – დავით ქირია სიტიჩაის ნახევარფინალში უპირისპირდება

One Championship-ის კიკ ბოქსინგის გრან პრი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. დარჩენილი 4 მებრძოლიდან ერთ-ერთი დავით ქირიაა, რომელმაც მეოთხედფინალში გერმანელი ენრიკო კელი ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში დაამარცხა.

დღეს, ნახევარფინალურ ეტაპზე ქირია ტაილანდელ სიტიჩაი სიტსონპენონგს დაუპირისპირდება – მათი დაპირისპირება ივენთის მთავარი ბრძოლაა. მათ შორის გამარჯვებული კი მეორე ნახევარფინალური წყვილის, ნატავუტისა და ალაზოვის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალში გამარჯვებული კი გრან პრის საპრიზო ჯილდოს, 1 მილიონ დოლარს მიიღებს.

სიტიჩაი და ქირია Glory-ში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, გამარჯვება ორივეჯერ ტაილანდელმა მებრძოლმა მოიპოვა. მათი დღეს გასამართი მესამე დაპირისპირება კი გაცილებით მაშტაბური და მნიშვნელოვანია.

ბრძოლების პირდაპირ ტრანსლაციას იხილავთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე. ივენთი თბილისის დროით 14:30-ზე დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published.