დღეს უიმბლდონი იწყება

დღეს, ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტს აიღებს საჩოგბურთო სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი. The Championships, Wimbledon – პირველად 1877 წელს ჩატარდა (145 წლის წინ) და ამის შემდეგ 134 ტურნირის გამართვა “მოესწრო”.

null

უიმბლდონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პრინციპული მიდგომებით და ნოვატორული იდეებით. წლევანდელ ტურნირზე არ არიან დაშვებულები რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები (რუსეთი ანხორციელებს სამხედრო აგრესიას უკრაინაში, ბელორუსიას მთავრობა რუსებს მხარს უჭერს), ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო მსოფლიო ჩოგბურთის ფედერაციამ უიმბლდონს ერთი წლით ჩამოართვა სარეიტინგო ქულების გაცემის უფლება (ტურნირის ვერცერთი მონაწილე ვერცერთ სარეიტინგო ქულას ვერ მიიღებს, შარშანდელი შედეგების მიხედვით კი ქულები დააკლდებათ).

2022 წლის უიმბლდონის საპრიზო ფონდი სარეკორდო იქნება ჩოგბურთის ისტორიაში – 40, 350 000 სტერლინგი. ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული 2 000 000 სტერლინგს მიიღებს, ხოლო წყვილთა თანრიგის 540 000-ს.(ტურნირზე პირველ წრეში თამაში უკვე გარანტირებული 50 000 სტერლინგია)

null

მამაკაცთა ბადეს სათავეში უდგას ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც რეიტინგის მესამე ჩოგანია. პირველ ნომერ დანილ მედვედევს ზემოთ ნახსენები პრობლემის გამო თამაში აკრძალული აქვს, მეორე ნომერ ალექსანდრ ზვერევს კი კოჭის ტრავმა აწუხებს.

სერბი ჩოგბურთელი ტურნირის 6-გზის გამარჯვებულია და ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნევა. ნოვაკს ყველაფერთან ერთად, ბადეშიც გაუმართლა

პირველი რაუნდი –  კვონი

მეორე რაუნდი –  კოკინაკისი (სავარაუდო)

მესამე რაუნდი – კეჩმანოვიჩი (სავარაუდო)

მეოთხე რაუნდი – ოპელკა/ბასილაშვილი (სავარაუდო)

1/4 ფინალი –  ალკარასი (სავარაუდო)

1/2 ფინალი – ჰურკაჩი/რუუდი (სავარაუდო)

ფინალი – ნადალი/ბერეტინი (სავარაუდო)

null

ტურნირის მოგების ერთერთი უმთავრესი ფავორიტია რაფაელ ნადალი. მალიორკელმა ჩოგბურთელმა მოახერხა ფეხის ტერფის ტრავმის მორჩენა და უიმბლდონზე იასპარეზებს.

ესპანელს ეს ტურნირი კარიერაში ორჯერ აქვს მოგებული(2008, 2010) და შეეცდება მესამედაც მოიგოს. დიდი სლემის ტურნირების 22 გზის გამარჯვებულს საკმადო “მძიმე” ბადე შეხვდა და მეორე წრიდან  მეტოქეთა ხარისხი უფროდაუფრო “გართულდება”.

პირველი რაუნდი – ფ.სერუნდულო

მეორე რაუნდი – სემ ქუერი (სავარაუდო)

მესამე რაუნდი – ლორენცო სონეგო (სავარაუდო)

მეოთხე რაუნდი – მარინ ჩილიჩი (სავარაუდო)

1/4 ფინალი – ოჟე-ალიასიმი (სავარაუდო)

1/2 ფინალი – მატეო ბერეტინი/ციციპასი (სავარაუდო)

ფინალი – ჯოკოვიჩი/ჰურკაჩი (სავარაუდო)

უიმბლდონის ფარულ ფავორიტებად ასევე მიიჩნევიან ჰალეს ტურნირის ჩემპიონი ჰუბერტ ჰურკაჩი, ქვინზ კლაბის ტრიუმფატორი მატეო ბერეტინი და მალიორკას ტურნირის გამარჯვებული სტეფანოს ციციპასი.

null

1998 წლის შემდეგ პირველად არ იქნება სატურნირო ბადეში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელიც ჩოგბურთს სეზონის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. კოჭზე ოპერაცია გაიკეთა და უიმბლდონზე ვერ იასპარეზებს ვერც რეიტინგის მეორე ჩოგანი – ალექსანდრ ზვერევი.

null

ქალთა ბადეში ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი რათქმაუნდა მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – იგა შვიონტეკია. პოლონელსWTA TOUR-ზე ზედიზედ 35 მატჩი აქვს მოგებული, თუმცა ბალახის საფარი ასპარეზობა მისთვის “ყველაზე კომფორტული” ნამდვილად არ ყოფილა და სწორედ ეს ტოვებს მთავარ ინტრიგას.

უიმბლდონის მოახლოვებულ ტურნირს მშვენიერ ფორმაში ხვდება ტუნისელი ონს ჟაბერი, გარკვეულ სურპრიზებს უნდა ველოდოთ ესტონელი ანეტ კონტავიეტისგანაც. ტრადიციულად სახიფათო მეტოქე იქნება ესპანელი პაოლა ბადოსა, რომელსაც მშვენიერი ჩაწოდება აქვს. ტურნირზე ასევე ითამაშებს ვეტერანულ ასაკში გადასული სერენა უილიამსიც.

სავარაუდო 1/4 ფინალური წყვილები უიმბლდონზე

შვიონტეკი (1) – პეგულია (8)

ბადოსა (4) – კარ.პლიშკოვა (6)

ჟაბერი (3) – კოლინზი (7)

კონტავეიტი (2) – საკკარი 95)

null

2022 წლის უიმბლდონი ქართული ჩოგბურთისთვის ისტორიული იქნება, რადგან დიდი სლემის ტურნირზე 4 წარმომადგენელი გვეყოლება. ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში 22-ე ნომრად არის განთესილი და პირველ მეტოქედ ლუკაშ როსოლი ეყოლება. ნიკა წყვილთა თანრიგს რადუ ალბოტთან ერთად ითამაშებს – საწყის ეტაპზე ვესელი/ბუბლიკის დუეტთან მოუწევთ ბრძოლა.

ეკა გორგოძე კარიერაში პირველად მოხვდა უიმბლდონის ძირითად ბადეში. ეკო ერთეულთა თანრიგს რუმინელ ირინა კამელია ბეგუსთან მატჩთ გახსნის, ხოლო წყვილთა თანრიგში გორგოძე ირინა ბარასთან ერთად იასპარეზებს – პირველ რაუნდში კოლინზი/კრავჩუკის უძლიერეს ტანდემთან მოუწევთ ბრძოლა.

null

ძალამიძე/კრუნიჩის ქართულ-სერბული დუეტი უიმბლდონზე მე-13 ნომრად არის განთესილი. ფავორიტები პირველ რაუნდში კოვინიჩ/პატერსონის დუეტს ხვდებიან.

კალაშნიკოვა/პიტერის წყვილი პირველ ეტაპზე ბუზკოვა/მიხალიკოვას ტანდემს დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში კი მეორე რაუნდში, შეიძლება კალაშნიკოვა-გორგოძეს დაპირისპირებაც ვიხილოთ ქალთა წყვილთა თანრიგში.

I სათამაშო დღის განრიგი უიმბლდონზე

ცენტრალური კორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი – სუნვო კვონი

ალისონ ვან უიტვანკი – ემა რადუკანუ

ენდი მარეი – ჯეიმს დაკვორტი

კორტი N1

მირიამ ბიორკლუნდი – ონს ჟაბერი

იან-ლენარდ შტრუფი – კარლოს ალკარასი

ანგელიკ კერბერი – კრისტინა მლადენოვიჩი

კორტი N15

ნიკოლოზ ბასილაშვილი – ლუკაშ როსოლი (მატჩის დაწყების დრო 14:00 )

კორტი N16

ეკა გორგოძე – ირინა კამელია ბეგუ (მატჩის დაწყების სავარაუდო დრო 19:30)

Leave a comment

Your email address will not be published.