დღეს ფეხბურთმა გული დაკარგა

პორტუგალიურ ბელენენსეშს კორონავირუსი დაერია. ბენფიკასთან გუნდი მოედანზე სათამაშოდ 9 ფეხბურთელით გავიდა. კლუბის დანარჩენი 17 მოთამაშე დაავადებას ებრძვის.

პირველი ტაიმის შემდეგ სიმწრით ტაბლოს, სადაც „ბენფიკას“ სასარგებლოდ 7:0 ეწერა. მატჩისას ბელენენსეშის ერთი ფეხბურთელი დაშავდა, შესაცვლის საშუალება კი არ იყო… ამიტომაც, მსაჯმა მატჩი შეწყვიტა.

 

Benfica match abandoned after COVID-hit opponents left with six players |  Reuters

ბენფიკას აკადემიის აღზრდილი, მან. სიტის პორტუგალიელი ვარსკვლავი ბერნარდო სილვა ამ ამბავს ტვიტერში გამოეხმაურა:

„ეს რა არის? ნუთუ ერთადერთი ვარ, ვინც ვერ ხვდება რატომ არ გადადეს მატჩი“.

კიდევ უფრო პარადოქსული ის იყო, რომ მეორე ტაიმში ბელენენსეში მოედანზე შვიდი ფეხბურთელით დაბრუნდა. წესით, ამაზე ნაკლები აღარ შეიძლება. მეკარე ჟოაო მონტეირო იძულებული იყო წინ ეთამაშა. თამაშის განახლებიდან ცოტა ხანში მან ბურთი მოისროლა, მინდორზე დაჯდა და განაცხადა დავშავდიო.

აქ, მსაჯმა მანუელ მოტამ ამოისუნთქა და თამაში შეწყვეტილად გამოაცხადა.

მოგვიანებით „ბელენენსეშის“ ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ეწერა: „დღეს ფეხბურთმა გული დაკარგა“!

შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ბელენენსეშის მოთამაშე კაფუ ფეტე ამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იყო გამოძახებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბის ფეხბურთელებს შესაძლოა კოვიდის ახალი ფორმა „ომიკრონიც“ კი სჭირთ.

Leave a comment

Your email address will not be published.