დღე მეათე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა [ვიდეო]

ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა. ქართველ რიკიშის, ამ ორთაბრძოლამდე, 5 გამარჯვება და 4 მარცხი ჰქონდა, სადანოუმიმ კი – 7 მოგება და 2 მარცხი დააფიქსირა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ლევანი მცირე უპირატესობას ფლობდა: 2:1

საბედნიეროდ, ყველაფერი ტოჩინოშინის სასარგებლოდ წარიმართა. ორივე რიკიშიმ მავაში აიღო, მოწინააღმდეგემ ჩვენებური ტავარასთანაც მიიყვანა, მაგრამ ქართველი სიტუაციაში კარგად გაერკვა და შეტაკება მის სასარგებლოდ შემოატრიალა.

ტოჩინოშინის ბალანსი: 6:4

ხვალ აზუმარიუა

Leave a comment

Your email address will not be published.