კიუშო ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა. სადანოუმი კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) იბრძოდა, 7 გამარჯვება ჰქონდა, ტოჩინოშინი კი იმისთვის, რომ მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) არ გაეფორმებინა, რადგან მის გრაფაში 7 მარცხი ეწერა.
სამწუხაროდ, ლევან გორგაძე დამარცხდა, თანაც ძალიან იშვიათი – ამიუჩის კიმარიტეთი. ქართველს თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) კარგი გამოუვიდა, მეტოქეს უკან მარტივად დაახევინა, თუმცა სადანოუმიმ ჩვენებურს ხელი მკლავზე კარგად გამოუდო და დოჰიოდან გადაიყვანა.
ლევანის ბალანსი 4 გამარჯვება და 8 მარცხია.
ხვალ ჩიოტაირიუა