ჰაცუ ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი შოჰოძანს შეერკინა. იმის გამო, რომ მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) რიკიშები საკმარისი არ არის, შოჰოძანი დროებით, ერთი ბრძოლით, ჯურიოდან ამოიყვანეს.
რიკიშები ერთმანეთს აქამდე ხშირად შეხვედროდნენ, სადაც 16-ჯერ ლევანმა გაიმარჯვა, 8-ჯერ კი მისმა მოწინააღმდეგემ.
საბედნიეროდ, ტენდენცია გაგრძელდა. ქართველმა შოჰოძანის მავაში (ქამარი) ხელში ჩაიგდო თუ არა, ბრძოლის ინიციატივას დაეუფლა. ბოლოს, იაპონელი ხელში აიყვანა და ცურიდაშით გაიმარჯვა.
ტოჩინოშინის ბალანსი: 5:5
ხვალ ჩიოტაირიუაა