კიუშუ ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინისთვის კი – მეორე (მოგეხსენებათ, 4 დღე ქართველმა ტრავმის გამო გამოტოვა) ლევან გორგაძე ჩიონოკუნის შეერკინა.
ტოჩინოშინისთვის იაპონელი მარტივი მეტოქე უნდა ყოფილიყო, რადგან ერთმანეთს 10-ჯერ დაპირისპირებოდნენ და 9 გამარჯვება ჩვენებურის მხარეს იყო, მაგრამ დღეს დასანანი შედეგი მივიღეთ.
მეტოქე დისტანციაზე დადგა, ლევანი მავაშიში (ქამარში) არ შეუშვა, ლევანს კი ტრავმა აქვს და კოორდინაციის დაცვა უჭირს. ქართველმა ამ შეტაკებაში დამარცხებას ერთხელ ოსტატურად თავი დააღწია, თუმცა, საბოლოოდ – ოშიდაშით წააგო.
გამოტოვებული ბრძოლების ჩათვლით, ტოჩინოშინს 1 მოგება და 5 მარცხი აქვს…