დღე მეთერთემეტე: ტოჩინოშინი აზუმარიუს შეერკინა [ვიდეო]

ნაცუ ბაშოს მეთერთმეტე დღეს, ტოჩინოშინი აზუმარიუს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე, ქართველ რიკიშის 6 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა, იაპონელმა კი 5 მოგება და 5 მარცხი დააფიქსირა. სუმოტორები აქამდე ერთმანეთს არ შერკინებოდნენ…

 

საბედნიეროდ, პირველივე ორთაბრძოლაში გამარჯვება ქართველს დარჩა. პოზიციის მოსაპოვებლად ბრძოლაში, ლევანი მოროზაშიში (ხელებით იღლიებს ქვემოთ) შევიდა, მავაშიც აიღო და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

 

ხვალ მიოგირიუა.

 

ტოჩინოშინის ბალანსი 7:4

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.