ჰაცუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა. ამ შერკინებამდე, ქართველს ბალანსი 5:5-ზე ჰქონდა და კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) იბრძვის. რაც შეეხება რიკიშების ურთიერთშეხვედრებს, ლევანს იაპონელთან 10 გამარჯვება ჰქონდა, 4-ჯერ კი დამარცხდა.
სამწუხაროდ, ეს დღე ლევანისთვის წარმატებული არ გამოდგა. ჩიოტაირიუმ დოჰიოზე შესანიშნავად იმოძრავა და ქართველს პოზიციაზე მყარად დადგომის საშუალება არ მისცა, კოორდინაცია დაკარგული ტოჩინოშინი, ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთით) დაამარცხა.
ბალანსი 5:6
ხვალ ჩიონოკუნია…
დარჩა 4 დღე…