კიუშუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი ატამიფუჯის შეერკინა.
რიკიშები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედროდნენ, იაპონელი სულ 20 წლისაა და მაკუუჩი (უმაღლესი) დივზიონში სულ პირველ ბაშოს ატარებს.
საბედნიეროდ, გამოცდილმა ქართველმა მოწინააღმდეგეს გაკვეთილი ჩაუტარა. ტაჩი-აი-ს შემდეგ, ჰატაკიკომის კიმარიტეთი მოწინააღმდეგე დოჰიოზე დასცა.
ნიშანდობლივია, რომ ლევანმა ამ ბაშოზე 5 გამარჯვება მოიპოვა, საიდანაც 4 ჰატაკიკომით, ის ერთიც, რომელიც იორიკირით მოიგო, მოუგებელ ტერუცუიოშისთან მიითვალა.
ბალანსი: 5:6
ხვალ ოკინოუმია