კიუშუ ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინი კოტონოვაკას შეერკინა. კოტონოვაკა მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) ზღვარზე იყო (6:7), ტოჩინოშინმა კი უარყოფითი ბალანსი მე-13 დღეს დააფიქსირა. სათქმელია, რომ ქართველის 4 წაგება გამოტოვებულ პირველ ოთხ დღეზე მოდის, რომელშიც ტრავმის გამო ლევანმა ვერ იასპარეზა.
საბედნიეროდ, დღეს ტოჩინოშინის დღე იყო. ჩვენებურმა ბრწყინვალე სუმო შემოგვთავაზა, ჯერ დისტანციაზე, შემდეგ მავაშიში და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა!