კიუშუ ბაშოს ბოლოს წინა დღეს, ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა.
რიკიშები ერთმანეთის პირისპირ იდენტური ბალანსით წარსდგნენ – 6:7 – გამარჯვებული კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შანსს შეინარჩუნებდა, დამარცხებული კი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებდა.
სამწუხაროდ, ლევანისთვის ეს დღე წარმატებული არ გამოდგა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, ტოჩინოშინმა ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ამ ბაშოზე, 6-დან 4 სწორედ ასე მოიგო) გამარჯვება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, მეტოქეს პოზიცია მისცა და ოშიდაშის კიმარიტეთი წააგო.
ლევანის ბალანსი: 6:8
ხვალ მინიმალური მაკე-კოშის შანსია.