ჰაცუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა. ორთაბრძოლამდე, ქართველს 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი 1 გამარჯვება და 10(!!!) მარცხი.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ლევანს უპირატესობა აქაც ჰქონდა – 9 მოგება და მხოლოდ 2 წაგება.
სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ვერ გაგრძელდა. სუმოში ფავორიტები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ და ახლაც ასე მოხდა. ჩიონოკუნიმ გამარჯვება ოშიტაოშის კიმარიტეთი (ილეთით) მოახერხა.
ტოჩინოშინის ბალანსი 5 მოგება და 7 მარცხია…
ხვალ ჩიომარუა