ნაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს, ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე, ქართველ რიკიშის 8 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა, იაპონელმა კი 8 მოგება და 4 მარცხი დააფიქსირა. სუმოტორები აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეერკინნენ, საიდანაც 3 გამარჯვება ქართველს დარჩა, ხოლო 4 მის მეტოქეს.
სამწუხაროდ, მე-8 ორთაბრძოლა ქართველის მარცხით დასრულდა. მეტოქე ორივე ხელით მოროზაშიში შევიდა, მავაში აიღო და ქართველი იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ხვალ ტამავაშია.
ტოჩინოშინის ბალანსი 8:5