ჰაცუ ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა. რიკიშები შეხვედრას ერთნაირი ბალანსით, 1 მოგებითა და ორი მარცხით, შეხვდნენ. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ქართველს მეტოქე დამარცხებული 14-ჯერ ჰყაბდა, ბრაზილიელს კი – 11-ჯერ.
სამწუხაროდ, ეს დღე ლევანის არ იყო. ორივე რიკიში ერთმანეთს იოცუ-ძუმოში (მავაშიში) შეერკინა, სადაც უკეთესი კაისეი აღმოჩნდა.
ხვალ კოტოეკოა. ურთიერთშეხვედრებში მას ლევანი 4:1-ს უგებს…