დღე მეოთხე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა… [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს, ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა. იაპონელი კარგ ფორმაშია, მიყოლებით სამი გამარჯვება ჰქონდა, თუმცა ფავორიტი ქართველი იყო, რადგან ურთიერთშეხვედრებში მოწინააღმდეგეს – 5:0-ს უგებდა.

 

ნორმალური თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) მიუხედავად, უპირატეს პოზიციაში კოტოშოჰო აღმოჩნდა და ლევანი კარიერაში პირველად დაამარცხა. ტოჩინოშინმა ხელის ტრავმა მიიღო, როგორც მხართან, ასევე მაჯასთან… იმედია, სერიოზული არაფერია…

 

ბალანსი: 2:2

 

ხვალ ტაკარაფუჯია

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *