დღე მეოთხე: შერკინება ლიდერთან [ვიდეო]

აკი ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი, კარგად ნაცნობ მეტოქეს, მიოგირიუს შეერკინა. რიკიშები აქამდე ერთმანეთს 27-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც ქართველმა 12 მოიგო, იაპონელმა კი – 15.

 

ამ ბაშოზეც, მოწინააღმდეგე უკეთეს ფორმაში ჩანდა – 3-დან 3 მოიგო, ლევანს 1 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა. სამწუხაროდ, უკეთესი ახლაც მიოგირიუ აღმოჩნდა – კიმარიტე (ილეთი) ოშიდაში.

 

გულის გატეხვის მიზეზი არ გვაქვს, წინა ბაშოზეც, ტოჩინოშინმა 4 მარცხით დაიწყო, თუმცა 7 მოგებით დაასრულა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *