დღე მერვე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-8 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. მოგეხსენებათ, ქართველი გოლიათი მე-15 მაეგაშირაა და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვა შემთხვევაში, დიდია ალბათობაა, დაქვეითდეს…

 

დღევანდელი ორთაბრძოლის წინ, ორივე რიკიშის 3 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ისინი აქამდე 6-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც ტოჩინოშინმა 2-ჯერ, ტერუცუიოშიმ კი 4-ჯერ მოიგო.

 

საბედნიეროდ, ახლა გამარჯვება ლევანს დარჩა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, მოწინააღმდეგის პოზიცია დააფიქსირა, შემდეგ მავაშიც აიღო და კარგი გამარჯვება მოიპოვა.

 

ბალანსი 4:4

 

ხვალ კოტონოვაკაა

 

Leave a comment

Your email address will not be published.