ჰაცუ ბაშოს მე-3 დღეს, ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა. ორივე რიკიში იოცუ-ძუმოს (მავაშიში ჭიდილი) ოსტატია და ეს ურთიერთშეხვედრებშიც ნათლად ჩანს – ქართველი იაპონელს მხოლოდ 1 მოგებით ჯაბნიდა – 12:11.
საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი ლევანის სასარგებლოდ დასრულდა. ტოჩინოშინმა მავაში თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკების) შემდეგ, ორივე ხელით, კარგად მოიგდო და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.
ბალანსი: 2:1
ხვალ კოტოშოჰოა. ურთიერთშეხვედრებში მას ჩვენებური 5:0-ს უგებს…