ნაცუ (მაისის) ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა. რიკიშები ამ ორთაბრძოლას განსხვავებული ბალანსით შეხვდნენ, ქართველს 3 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი – 4 მოგება და 2 მარცხი. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ლევანის უპირატესობა თვალსაჩინო იყო: 5:1.
საბედნიეროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა. კოტოეკომ დისტანციაზე ბრძოლა არჩია, ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ამაში ბრწყინვალედ აყვა, შემდეგ ხელში მავაში მოიგდო და უვატენაგეს კიმარიტეთი გაიმარჯვა. ეს ჩვენებურისთვის მიყოლებით მეოთხე გამაჯრვებაა.
ბალანსი: 4:3
ხვალ ურაა. ურთიერთშეხვედრებში, მასთან ტოჩინოშინი 2:1-ს აგებს…