დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი ლომივით იბრძვის! [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მეშვიდე დღეს, ტოჩინოშინმა მესამე ორთაბრძოლა ჩაატარა. ქართველის მეტოქე იშიურა იყო, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 4:3-ს ამარცხებდა.

 

მართალია, იშიურა “მსუბუქწონოსანია”, თუმცა მოძრავი და მისგან ჰენკა მოულოდნელი ნამდვილად არ არის.

 

ლევანისთვის მთავარი მასთან ახლო კონტაქტში ბრძოლა იყო, მეტოქე შეიტყუა, თითქოს მოროზაშიშიც (იღლიებს შორის ხელებით) შეუშვა, მაგრამ უპირატესობა სწორედ მანდ მოიპოვა და იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა.

 

სამ ორთაბრძოლაში ჩვენებურმა 2 მოიგო, თუმცა 4 დღე გამოტოვა და 4 მარცხი ჩაეთვალა. ბალანსი 2:5

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *