კიუშუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა. ურთიერთშეხვედრებში, ეს რიკიშებისთვის მე-14 დაპირისპირება იყო, წინა 13-ში კი ქართველმა 9-ჯერ, იაპონელმა კი 4-ჯერ გაიმარჯვა.
საბედნიეროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა! ქართველმა სუმოტორმა წინ გადმოხრილი მეტოქის პოზიციით ისარგებლა, თავზე ხელი წაავლო და ჰატაკიკომის კიმარიტე დააფიქსირა.
ლევანის ბალანსი 5 მოგება და 8 მარცხია (აქედან 4 გამოტოვებული ორთაბრძოლაა).
ხვალ კოტონოვაკაა