დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ჩიომარუს შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ჩიომარუს შეხვდა. შერკინების დაწყებამდე, რიკიშებს სხვადასხვა ბალანსი ჰქონდათ, თუ ქართველი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი – 5:7) ზღვარზე იყო, ჩიომარუ პირიქით – კაჩი კოშის (დადებითი ბალანსი – 7:5). რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ქართველის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 5:2.

 

ძალიან კარგი თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ტოჩინოშინმა ჩიომარუს პოზიცია დააფიქსირა, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

 

დადებითი ბალანსისთვის ბრძოლა გრძელდება. დარჩა ორი დღე. ბალანსი – 6:7

 

ხვალ ოკინოუმია

 

Leave a comment

Your email address will not be published.