აკი ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი კაგაიაკის შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი ჰქონდათ – 6:6 – და კაჩი-კოშისკენ (დადებითი ბალანსი) მიმავალ გზაზე გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ლევანის უპირატესობა აშკარა იყო – 7:2.
საბედნიეროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა. ტოჩინოშინმა ჰენკა გააკეთა, თუმცა ამით უპირატესობა ვერ მოიპოვა, პირიქით, კაგაიაკი მოროზაშიში (ხელებით შემოევლო იღლიებს ქვეშ) აღმოჩნდა და დიდი უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ტოჩინოშინმა ბრწყინვალე სუმო შემოგვთავაზა – ჯერ ტავარას მიბჯენილი არ დანებდა, შემდეგ კი კეკაშით (ფეხის ფეხში გამოსმა) მეტოქე დააბნია და უვატენაგეს კიმარიტეთი დოჰიოს გააკრა.
ლევანის ბალანსი: 7:6
ხვალ მეორე მაეგაშირა კირიბაიამაა