ნაცუ ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს შეერკინა. ამ ორთაბრძოლას რიკიშები განსხვავებული ბალანსით შეხვდნენ, ქართველს 4 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი – 5 მოგება და 3 მარცხი. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ მდგომარეობა თანაბარი იყო: 1:1
საბედნიეროდ, დღეს ყველაფერმა ლევანის სასარგებლოდ ჩაიარა. თავდაპირველი ტაჩი-აის შემდეგ, რიკიშებმა მავაში აიღეს, ჩვენებურს ასე ჭიდაობა უყვარს და ძალისმიერ ორთაბრძოლაში მეტოქე დაჩაგრა. კიმარიტე – აბიშეტაოში.
ტოჩინოშინის ბალანსი: 5:4
ხვალ სადანოუმია. ურთიერთშეხვედრებში ლევანი მას 5:4-ს უგებს…