დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე, რიკიშები ერთმანეთს ორჯერ შეხვედროდნენ, სადაც, ორივე შემთხვევაში, გამარჯვება ლევანს დარჩა. რაც შეეხება ბალანსს, ორივეს ერთნაირი ბალანსი ჰქონდა – 5 მოგება და 3 მარცხი.

 

საბედნიეროდ, ამჯერადაც ყველაფერი ქართველის სასარგებლოდ წარიმართა. კარგი თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ტოჩინოშინმა მეტოქის ჰატაკიკომიზე (თავზე ხელის ჩამორტყმით დაგდება) დაჭერა სცადა, პირველ შემთხვევაში კოტოშოჰომ გაუძლო, მეორე შემთხვევაში კი – ვერა!

 

მაშ ასე, ლევანის ბალანსი: 6 მოგება და 3 მარცხი

 

ხვალ კაისეია. ურთიერთშეხვედრებში ლევანი მას 14:12-ს უგებს.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.