დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტონოვაკას შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი კოტონოვაკას შეერკინა. ურთიერთშეხვედრებში, ეს მათი მე-5 დაპირისპირება იყო, პირველ ოთხში კი რიკიშებმა 2-2 მოიგეს…

 

რაც შეეხება მიმდინარე ბაშოს, ამ შეხვედრამდე, ქართველ სუმოტორს 4 გამარჯვება და 4 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი – 6 მოგება და 2 მარცხი…

 

სამწუხაროდ, ლევანი კოტონავაკასთან დამარცხდა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ჩვენებურმა მავაში ვერ აიღო, მოწინააღმდეგემ დისტანციითა და ხელის კვრით ის ტავარას მიღმა გადაიყვანა. კიმარიტე – ოშიდაში.

 

ხვალ შოჰოძანია.

 

ბალანსი: 4:5

 

Leave a comment

Your email address will not be published.