ლეგენდარული გადარეული რონალდინიო პარიზს ეწვია და პარკ დე პრესის სტადიონზე პსჟ – ლაიფციგის ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრო (3:2).
ის საპატიო სტუმრად გახლდათ მიწვეული და სტადიონზე თანამემამულე ნეიმართან ერთად გამოჩნდა, რომელიც ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას.
მათ ინსტაგრამში გამოფინეს ფოტოები და შემდეგ ქალაქში, ღამის კლუბში წავიდნენ.
ნეიმარის ღამის ბარებში სიარულის შესახებ ყველამ კარგად იცის. ამჯერად კი ბრიტანულმა ტაბლოიდებმა რონალდინიოზე გაამახვილეს ყურადღება.
მაგალითად, რონალდინიოს ოდინდელი პარისენჟერმენელი პარტნიორი, ჟერომ ლეროი ამბობს, რომ ბრაზილიელი ვარჯიშზე არასოდეს უნახავს. პირდაპირ თამაშის დროს მოდიოდაო.
ერთ-ერთი მილანელი თანაგუნდელი კი ყვება: კარგად ვითამაშებდით, ცუდად ვითამაშებდით, წავაგებდით თუ მოვიგებდით, მისვის სულერთი იყო. ყოველთვის მოძებნიდა დროს ღამის კლუბში წასასვლელად.
ფლამენგოში გადასვლისას კი კონტრაქტში ითხოვდა „ღამის კლუბის“ პუნქტის ჩაწერას, რათა კვირაში ორჯერ წასვლის „ოფიციალური“ უფლება ჰქონოდა.
ნეიმარი მთლად ეგეთი არ არის, მაგრამ ცეკვა-თამაში მასაც ძალიან უყვარსო.