დღის კურიოზი: აფრიკის თასზე მსაჯმა თამაში ადრე დაასრულა… თან ორჯერ!

აფრიკის თასზე მალიმ ტუნისს 1:0 მოუგო. დღის „გმირი“ იყო ზამბიელი მსაჯი ჯენი სიკაზვე, რომელმაც 85:11 წუთზე… თამაში დაასრულა. დიახ, საფინალოდ ჩასტვინა. ტუნისელები ლამის გაგიჟდნენ, მსაჯს მივარდნენ და ისიც მიხვდა შეცდომას, თამაში გააგრძელა.

თუმცა ბატონმა სიკაზვემ თავისი მაინც გაიტანა და დროზე ადრე დაასრულა მატჩი: 89:52… არც დამატებული წუთები, არც არაფერი. პირიქით, 8 წამი მოაკლო.

ისე, სიკაზვემ ორივე კარში დანიშნა პენალტი. მალელებმა გაიტანეს, ტუნისელებმა – ვერა.

Leave a comment

Your email address will not be published.