დღის კურიოზი: ვინ ხარ შენ, მუსიალა? (+ფოტო)

ასეთი ამბები ყველანაირად მაგარ და დავარცხნილ გერმანიაშიც ხდება. თან ბაიერნში… მიუნხენელთა შემტევმა ჯამალ მუსიალამ გლადბახთან კორენტენ ტოლისოს მაისურით ითამაშა. მუსიალამ ერთი ტაიმი ამ მაისურით ირბინა…

სინამდვილეში 42 ნომერი ზოგადად მართლაც მუსიალაა, ხოლო ტოლისო – 24. მაგრამ მაისურა ასეთი იყო და ფაქტია… 42 ტოლისოა. ეტყობა, ვინც დაამზადა, 2 და 4 აერია?

იულიან ნაგელსმანმა იხუმრა და კომენტარი გააკეთა: „მუსიალა ტოლისოს ფანია“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *