ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ედენ აზარი რეალში თავს კარგად არ გრძნობს. ამ თემაზე თავად ფეხბურთელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ჭორებია და მეტი არაფერი.
“ჩემზე ბევრს წერენ თითქოს რეალში ბედნიერი არ ვარ. ეს სიცრუეა. სამეფო გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, აქ ყველაფერი მომწონს და მსურს რეალში კიდევ დიდხანს დავრჩე.
ბლანკოსში ყოფნის გარკვეული ნაწილი კორონავირუსის და ტრავმების გამო რთული იყო. ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და ვერსად გავექცევი. როგორც უკვე გითხარით, რეალში ბედნიერი ვარ. ფეხბურთელი თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს, როცა მოედანზე გადის და გოლი გააქვს, ასე ვარ მეც.”-განაცხადა ბელგიელმა.
აზარი რეალში 2019 წლის ზაფხულში ჩელსიდან გადავიდა. მოგეხსენებათ ამ დროის მანძილზე, ტრავმების გამო მას ბევრი გაუცდა. წინა სეზონში ბელგიელმა 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.