ედი ჯონსი საქართველოში

TEDDINGTON, ENGLAND - JUNE 17: England Head Coach, Eddie Jones looks on during an England training session at The Lensbury on June 17, 2021 in Teddington, England. (Photo by Alex Davidson - RFU/The RFU Collection via Getty Images)

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი საქართველოში 18 აგვისტოს ჩამოვა და ქართველ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 61 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელიც ქართულ რაგბთან წლებია მეგობრობს, თბილისში სამი დღე დარჩება და შეხვედრებს მაღალი მიღწევების მწვრთნელებთან გამართავს.

 

“ედი ჯონსის ვიზიტი დიდი პატივი და ქართული რაგბის დაფასებაა. ის ივლისში, შოტლანდიასთან მატჩის წინ უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, სამწუხაროდ, ეს თამაში კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა. ჯონსი მაინც ჩამოდის საქართველოში და ჩვენს მწვრთნელებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებს. ამასთამ ერთდ ის მიიღებს ინფორმაციას, თუ რა დონეზე ვიმყოფებით და გვექნება სიღრმისეული საუბარი ქართული რაგბის მომავალ განვითარებაზე, მის ხედვაზე. იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრები და სამწუხაროა, რომ მას ვერ დაესწრება ლევან მაისაშვილი” – თქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ედი ჯონსი, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

“მსგავსი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებსა და კლუბებში, მწვრთნელებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ცოდნის გასაღრმავებლად, გამოცდილების გასაზიარებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამით დიდ დახმარებას ვუწევთ მზარდ სარაგბო ქვეყნებს, ისეთს, როგორიც საქართველოა”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *