ედუარდ მენდი: წილისყრაში არ გაგვიმართლა, ლილი რთული მეტოქეა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჩელსი ლილს უმასპინძლებს. ამ მატჩზე ლონდონელთა მეკარემ ედუარდ მენდიმ ისაუბრა.

“ლილი კარგი გუნდია, რომელიც ღირსეულ ფეხბურთს თამაშობს. ვერ ვიტყვით, რომ წილისყრაში გაგვიმართლა. ლიგა 1-ში გუნდს ამჟამად პრობლემები აქვს, თუმცა მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ჩემპიონთა ლიგაში ლილი სხვანაირად თამაშობს. ფრანგები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პრობლემები შეგვიქმნან და მოიგონ. 

ასეთი პრესტიჟული ტურნირის პლეი-ოფში სუსტი მეტოქე არ არსებობს. ლილმა ჯგუფში პირველი დაიკავა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ცხადია მოსაგებად ვითამაშებთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. წინ დიდი ბრძოლა გველის.” – განაცხადა 29 წლის მეკარემ.

ჩელსის და ლილის პირველი დაპირისპირება დღეს 12 საათზე ლონდონში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 16 მარტს საფრანგეთში.

Leave a comment

Your email address will not be published.