“ევლოევმა მითხრა, რომ წითელი ტილოსავით მათრევდა, წითლები ჩავიცვი, სად არის?” – ილია თოფურია

UFC 270-მდე სულ ცოტა დრო რჩება. დღეს ილია თოფურიას წინასაბრძოლო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც როგორც მომავალ მეტოქეზე, ასევე ყოფილ მეტოქე, მოსვარ ევლოევზეც ისაუბრა, რომელიც ბრძოლას 3 კვირით ადრე ჩაეხსნა.

“მოვსარი დაუმარცხებელი აღარაა, მან თავისი სერია გააფუჭა იმით, რომ ბრძოლას ჩაეხსნა. მან მითხრა, რომ წითელი ტილოსავით მათრევდა… აჰა წითლები ჩავიცვი, სად არის? არავინ იცის”

“ამ ბრძოლის შემდეგ მე მინდა TOP 10-ის მებრძოლს შევებრძოლო. ეს არის ჩემი შემდეგი ნაბიჯი, თუმცა ამ ეტაპზე მე ფოკურისირებული კვირას გასამართ ბრძოლაზე ვარ.”

“მე არასდროს ვაძალებ ჩემს თავს, რომ ვინმე დავაფინიშო. ფინიშის შესაძლებლობა თავისით მოდის. სიდინჯე არის ყველაზე სწრაფი გზა, მიაღწიო იმას, რასაც გინდა. იგივე ხდება ბრძოლაშიც. ჩარზლი ჩემს დარტყმის ძალას, ჭიდაობას და ჯიუ-ჯიცუს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ზოგ ადამიანს გონია, რომ მხოლოდ წაგებაა ცუდი. როცა ხშირად იგებ, ამასაც თავისი მინუსი აქვს რადგან კომფორტის ზონაში გტოვებს. არ ვფიქრობ მოგებაზე და წაგებაზე, მე ბედნიერი ვარ იმით, რა შრომაც ჩავდე მოსამზადებელ პერიოდში. მთავრია ბრძოლის საღამოს ჩემი თავით ვიყო ბედნიერი, განურჩევლად მოგებისა თუ წაგებისა.”

Leave a comment

Your email address will not be published.