ევროლიგის მე-14 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ესპანეთში შედგა – „პალაუ ბლაუგრანაზე“ „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა.
„ელ კლასიკოში“ ინტრიგას ის ფაქტიც ზრდიდა, რომ ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში იყო და პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა 11მოგებით და 2 მარცხით.
შეხვედრის სტარტი მადრიდელებს უკეთესი გამოუვიდათ და ისინი თავიდანვე დაწინაურდნენ 9:2. „ბარსა“ დროულად გამოფხიზლდა – ნიკოლა მიროტიჩმა თავის ყოფილ გუნდს პირველ მეოთხედში 13 ქულა ჩაუგდო და მასპინძლები 24-19 გალიდერდნენ.
მეორე პერიოდში ბრენდონ დეივისის და როკას იოკუბაიტისის ზუსტი სროლების შედეგად კატალონიურმა გუნდმა საკუთარი ჰანდიკაპი 12 ქულამდე გაზარდა, თუმცა „რეალის“ ვეტერანებმა – რუდი ფერნანდესმა და სერხიო ლულმა დიდი შევენების წინ საკუთარი გუნდის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს 42-51.
მესამე მეოთხედში საუცხოოდ ათამაშდა ნიკოლა ლაპროვიტოლა, რომელმაც სტუმრების კალათი „აიკლო“ ახლო და შორი დისტანციებიდან 64-51. მადრიდელთა მხრიდან შეცვლაზე შემოსული ნაიჯელ უილიამს გოსი გამოირჩა, რომელმაც 4 ორქულიანი ჩააგდო და 9 ქულამდე „ჩამოადნო“ მეტოქის ჰანდიკაპი 58-67.
გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში ისევ ნიკოლა მიროტიჩმა „აიწყვიტა“, რომელმაც ინტრიგა მარტომ „მოკლა“ და ბარსას“ იოლი გამარჯვება მოუტანა 93:80
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა მიროტიჩი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 31 ქულა+10 მოხსნა. მონტენეგროელის მარგიქმედების კოეფიციენტმა კი +39 შეადგინა (კარიერის საუკეტესო შედეგი ევროლიგაზე).
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მშვენიერი სტატისტიკა ქონდა ნიკოლა ლაპროვიტოლას. არგენტინელმა უკანახაზელმა 16 ქულასთან ერთად 4 პასიც „გაშანსა“ და ვალიდობა +22 დააფიქსირა.
„რეალმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა, ერთბაშად 5 კალათბურთელს ქონდა 10 ან მეტი ქულა, თუმცა ამ ფაქტორმა სტუმრებს მაინც ვერ უშველათ.
14 ნათამაშები ტურის შემდეგ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია 12 მოგებით და 2 მარცხით, „რეალი“ მესამეა რომელსაც 11 გამარჯვების წილ უკვე 3 წაგება აქვს.