ევროლიგა იწყება

დღეს სტარტს აიღებს ევროპის კონტინენტის ყველაზე  ძლიერი საკალათბურთო საკლუბო  ტურნირი – ევროლიგა 2021/22.

ტურნირზე გამარჯვების უმთავრესი ფავორიტი კატალუნიის „ბარსელონაა“, რომელმაც ისედაც ძლიერი შემადგენლობა სერტაკ შანლით, ნიკოლა ლაპროვიტოლათი, ნაიგელ ჰეიესით და როკას იოკუბაიტისით გააძლიერა.

null

ფავორიტთა შორისაა ტურნირის მოქმედი გამარჯვებული – „ანადოლუ ეფესი“. სტამბოლურ გუნდს სეზონის წინ ხმაურიანი ტრანსფერები არ გაუკეთებია, თუმცა ფილიპ პეტრუშევის დამატება ცენტრის პოზიციას აშკარად გააძლიერებს. რაც მთავარია, „ეფესმა“ შეინარჩუნა გუნდის ლიდერები – შეინ ლარკინი და ვასილიე მიციჩი.

null

საჩემპიონო ამბიციებით ხსნის ევროლიგის ახალ სეზონს მოსკოვის ‘ც.ს.კ.ა“. რუსულ არმიულ კლუბს საკმაოდ ძლიერი წინა ხაზი ყავს – თორნიკე შენგელიას და ნიკოლა მილუტინოვის სახით. მოსკოვურმა საკალათბურთო გრანდმა უკანა ხაზი მარიუს გრიგონისით და ალექსეი შვედით გააძლიერა, საინტერესო იქნება სეზონის მიმდინარეობისას როგორ შეეწყობა რუსი ვარსკვლავური გამთამაშებელი ახალ თანაგუნდელებს. თუ „ც.ს.კ.ა“-ს ტრავმები არ დააღალატებს, გუნდს „საკმაოდ შორს“ შეუძლია წასვლა.

null

საინტერესო იქნება თვალის მიდევნება „მადრიდის რეალზე“.ესპანურმა სამეფო კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ კარგად იმუშავა და სოლიდური შევსებაც მიიღო – ტომა ერტელი, ადამ ჰანგა, გერშონ იაბუსელე.
„რეალის“ უმთავრეს პრობლემად მაინც გადაბერებული შემადგენლობა რჩება – რუდი ფერნანდესი, ჯესი ქეროლი, სერხიო ლული, მუდმივად ტრავმირებული ტრეი ტომკინსი და ენტონი რენდოლფი.

null

ფარულ ფავორიტთა რიცხვში შეგვიძლია შევიყვანოთ ‘არმანი მილანი“. გუნდის უმთავრესი ვარსკვლავი რათქმაუნდა მთავარი მწვრთნელი – ეტორე მესინაა, რომელმაც გასულ სეზონში იტალიური კლუბი ოთხთა ფინალში გაიყვანა.

„მილანმა“ ევროლიგის სეზონის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა – დაიმატა ამერიკელები ჯერიან გრანტი, ტროი დენიელსი და დევონ ჰოლი. „ფენერბაჰჩედან“ დაიბრუნა ნიკოლო მელი, კონტრაქტები გაუხანგრძლივა გუნდის ლიდერებს – სერხიო როდრიგესს, მალკომ დელაინის და ჯიჯი დატომეს. შემადგენლობაშია „უბერებელი“ ცენტრი კაილ ჰაინსი და პოლონელი კალებ ტარჩევსკი. ასეთი „რუსტერით“ „მილანს“ აქვს პოტენციალი ბევრი გუნდი გაამწაროს ევროლიგაზე.

null

ფინანსური კრიზისი მძვინვარებს „ფენერბაჰჩეში“. თურქული კლუბი არაერთმა ლიდერმა დატოვა, მათი შევსება კი ადგილობრივი კადრებით მოხერხდა. სტამბოლურ გუნდს სასტარტო ხუთეული საკმაოდ ძლიერი ყავს – პიერია ჰენრი, ნანდო დე კოლო, მარკო გუდურიჩი, დანილო ბარტელი, იან ვესელი. თუმცა ხანგრძლივი სეზონის მიმდინარეობისას მოკლე სათადარიგო სკამი თავის უარყოფით ფაქტორს აუცილებლად იქონიებს.

null

პლეიოფში გასვლის პრეტენზია ექნებათ „პანათინაიკოს“-ს და „ოლიმპიაკოს“-ს, თუმცა ესეთი არავარსკვლავური და შეთხელებული შემადგენლობით ბერძნული გუნდები შესაძლოა ბადის ქვედა ნახევარშიც ვიხილოთ.

საშუალო სიძლიერის გუნდები იქნებიან ესპანური „ბასკონია“ და ისრაელის „თელ ავივ მაკაბი“. ორივე კლუბს საკმაოდ მებრძოლი შემადგენლობა ყავს შეკრებილი, ცალკე საკითხია სეზონის მიმდინარეობისას რამდენ მატჩს მოიგებენ სტუმრად, რადგან ეს კლუბები შიდა ასპარეზზე ყოველთვის სტაბილურად გამოიყურებიან.

დიდ ინტერესს იწვევს ევროთასის გამარჯვებულის – „მონაკოს“ ხილვა ევროლიგაზე. გუნდის მთავარი მწვრთნელი გამოცდილი ზვეზდან მიტროვიჩია, რომელმაც საკუთარ შტაბში წაიყვანა მანუჩარ მარკოიშვილი. გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე შედეგიანად იმუშავა, დაიმატა დანილო ანდუშიჩი, მაიკ ჯეიმსი, ბროკ მოტუმი, ვილ ტომასი და ლეო ვესტერმანი.

null

სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ დაიმატა საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი – კონერ ფრენკამპი, რომელიც ევროლიგის საწყის ტურებში საკმაოდ სოლიდურ სათამაშო დროს მიიღებს, რადგან მისი კონკურენტი შაბაზ ნაპიერი ტრავმირებულია. შემადგენლობაშია ჯორდან ლოიდი, მინდაუსგას კუზმინსკასი, ბილი ბარონი, ალექს პოიტრესი, მატეუჟ პონიტკა, არტურას გუდაიტისი.

null

„ჟალგირისმა“ ახალი სეზონის წინ რამდენიმე ლიდერი დაკარგა, თუმცა მათი ჩანაცვლებაც დროულად მოახერხა – გრიგონისი-იოკუბაიტისის ნაცვლად გუნდის ახალი ლიდერები მანტას კალნიეტისი და ემანუელ მუდიაი იქნებიან. კლუბმა ასევე დაიმატა ლატვიელი სნაიპერი იანის სტრელნექსი. ტრადიციულად „ჟალგირისის“ ბირთვს მაინც ლიეტუველი გამოცდილი კალათბურთელები წარმოადგენენ – ლეკავიჩუსი, იანკუნასი, მილაკნისი, ულანოვასი.

I ტური

მონაკო – პანათინაიკოსი

მაკაბი – ბაიერნი

მილანი – ც.ს.კ.ა

რეალი – ეფესი

უნიქსი – ზენიტი

ფენერბაჰჩე – ცრვენა ზვეზდა

ლიონი – ჟალგირისი

ოლიმპიაკოსი – ბასკონია

ბარსელონა – ალბა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *