ევროლიგამ რეგულარული სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის და საუკეთესოები დაასახელა.
“ოლიმპიაკოსის” ფორვარდი ალექსანდრ ვეზენკოვი MVP-ის უმთავრესი კანდიდატია, ბულგარელმა კალათბურთელმა ხმების 61,1 % მიიღო.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გენერალურ მენეჯერებს ყველაზე მეტად სწორედ ვეზენკოვის გუნდში აყვანა სურთ (27,8%), მეორე ადგილზეა “ანადოლუ ეფესის” გამთამაშებელი ვასილიე მიციჩი (16,7%).
ევროლიგის MVP: ალექსანდრ ვეზენკოვი (61,1%)
საუკეთესო მწვრთნელი: გეორგიოს ბარძოკასი (38,9%), დიმიტრის იტუდისი (27,8%)
ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელი: ჯონათან მოტლი (33,3%), ჯანან მუსა (16,7%)
მოთამაშე, რომელსაც დაიმატებდით გუნდში: ალექსანდრ ვეზენკოვი (27,8%), ვასილიე მიციჩი (16,7%)
საუკეთესო მეპასე: ნიკ კალატესი (50%), ლორენცო ბრაუნი (16,7%)
“ქლაჩ მოთამაშე”: მაიკ ჯეიმსი (44,4%), კოსტას სლუკასი (16,7%)
საუკეთესო სნაიპერი: მარკუს ჰოვარდი (33,3%), ბილი ბერონი (27,8%)
ყველაზე სანახაობრივი კალათბურთელი: მაიკ ჯეიმსი (27,8%), უილ კლაიბერნი (16,7%)
საუკეთესო ლიდერი: ვასილიე მიციჩი (22,2%)
საუკეთესო დამცველი: ედი ტავარეში (33,3%),ტომას უოლკაპი(27,8%)
ამომავალი ვარსკვლავი: გაბრიელ პროჩიდა (22,2%)
გუნდი-სურპრიზი: ბასკონია (55,5%)
ყველაზე უხერხული მეტოქე: ოლიმპიაკოსი (16,7%), მონაკო (16,7%), ფენერბაჰჩე (16,7%), ეფესი (16,7%)
ყველაზე საინტერესო გუნდი: ოლიმპიაკოსი (27,8%), მონაკო (27,8%), ბასკონია (27,8%)
ოთხთა ფინალის მონაწილე: ოლიმპიაკოსი, (88,9%), ბარსელონა (77,8%), ფენერბაჰჩე (72,2%), ეფესი (61,1%)