ევროლიგის რეგულარული გათამაშების XX ტური დასრულდა და ტრადიციულად დასახელდა საუკეთესო მოთამაშე. MVP-ის ტიტული “მაკაბის” გამთამაშებელ – უეიდ ბალდვინს ერგო.
გაცნობებთ, რომ “თელ- ავივის მაკაბიმ” გერმანული “ალბა” 87-74 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი უეიდი გახდა.
ბალდვინმა საკუთარ აქტივში 33 ქულა (13-დან 8 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი, 6-დან 5 ერთქულიანი), 3 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი +35 შეადგინა.
ბალდვინი კარიერაში მესამედ დასახელდა ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ.
ტურის საუკეთსო კალათბურთელთა შორის ასევე შევიდნენ: ბრენდონ დევისი (ოლიმპია მილანო) +21, ალფა დიალო (მონაკო) +26, ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია) +25, ჯონათან მოტლი (ფენერბაჰჩე) +25.