ევროპა ლიგის ფეისბუქ გვერდმა გიორგი ჩაკვეტაძის ვიდეო დადო. ვიდეოში ქართველი ფეხბურთელის პასები, დრიბლინგები და ზოგადად ლამაზი მომენტებია ასახული. “ანუ კვარაცხელიას ღირსეული თანამემამულე ჰყავს?” – დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კომენტარის სახით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას სლოვანში თამაშის. გუნდში სადაც ჯაბა კანკავა და გურამ კაშიაც არიან, და რომლის მწვრთნელიც ვლადიმირ ვაისია, კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია. 23 წლის ფეხბურთელმა კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.