ევროპის საუკეთესოები – უეფას ვერსიით

უეფამ იმ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ვინაობა დაასახელა, რომელთა შორისაც, წინა სეზონის მაჩვენებლით, ევროპაში საუკეთესო გაირკვევა.

ფეხბურთელთა შორის, ასეთი სამეული გვაქვს: კარიმ ბენზემა (რეალი); ტიბო კურტუა (რეალი); კევინ დე ბრუინი (სიტი)

რაც შეეხება მწვრთნელებს, პირველი ადგილითვის: კარლო ანჩელოტი (რეალი); იურგენ კლოპი (ლივერპული) და პეპ გვარდიოლა (სიტი) იბრძოლებენ.

გამარჯვებულები 25 აგვისტოს დასახელდებიან.

წინა წელს, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჟორჟინიომ მიიღო, მწვრთნელის კი – ტომას ტუხელმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.