ევროს საუკეთესოები – რონალდუ, დონარუმა, პედრი

ევრო 2020 დასრულდა, ჩემპიონატმა მოლოდინი უდაოდ გაამართლა და ძალიან კარგი ტურნირი მივიღეთ. ბუნებრივია ამ ევროპირველობაზეც სხვა და სხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს.

საუკეთესო ფეხბურთელი – ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ იტალიის ნაკრების მეკარე ჯიჯი დონარუმა დაასახელეს. ჯიჯი მთელი ტურნირი ბრწყინვალე იყო და არაერთი რთული ბურთი მოიგერია. დონარუმამ ტურნირზე 4 ბურთი გაუშვა, იტალიელთა ჩემპიონობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა.

საუკეთესო ბომბარდირი – საუკეთესო ბომბარდირი 5 გოლით და 1 საგოლე გადაცემით კრიშტიანუ რონალდუ გახდა. პორტუგალიელმა უნგრეთს და საფრანგეთს 2-2 გოლი გაუტანა, გერმანიას 1 და 1 საგოლე გადაცემაც ბუნდეს გუნდთან შეასრულა. რონალდუს მიღწევის დაკნინებას იმით ცდილობენ, რომ 5-დან 3 გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, თუმც ისიც ფაქტია, რომ პენალტსაც გატანა უნდა. კრიშტიანუ ევროპის ჩემპიონატს თანამემამულეებთან ერთად 1/8 ფინალში ბელგიასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პედრი დაასახელეს. 18 წლის ესპანელი ფურია როხასთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. პედრიმ 6-დან 5 მატჩი თავიდან ბოლომდე ითამაშა, ერთხელ კი 119-ე წუთზე შეცვალეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *