ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი საინტერესოდ მიმდინარეობს, მესამე ტურის მატჩები პლეი-ოფის მონაწილეებს საბოლოოდ გამოავლენს, აქამდე გამართული შეხვედრებიდან იტალიის ნაკრების ასპარეზობა ნამდვილად გამორჩევას იმსახურებს, 9 შესაძლო ქულიდან ცხრავე მოპოვებული ქულა და 0 გაშვებული ბურთი, „სკუადრა აძურა“ საოცარ ფორმაშია, დინამიურად და საინტერესოდ თამაშობს.
ნაკრების გარდა მოწოდების სიმაღლეზეა ზოგადად იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა ფეხბურთელი. 55 გატანილი გოლიდან, 18 სწორედ ამ გათამაშების ფეხბურთელების ანგარიშზეა, 24 ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ასევე სერია ა-ში მოთამაშე ფეხბურთელი დასახელდა. სხვა ფეხბურთელებმა კი საგოლე შეტევებსა და გადაცემებში ასევე კარგი შედეგები დააფიქსირეს.
ევროპის ჩემპიონატის გარდა გათამაშების ფეხბურთელები კოპა ამერიკის გათამაშებაში სხვა კონტინენტზეც კარგად ასპარეზობენ. გათამაშების კარგი სტარტის გარდა მეოთხე წელია იტალია მატჩს არ აგებს, ექსპერტების აზრით გუნდი ჩემპიონობისთვის აუცილებლად იბრძოლებს, ზოგი პირიქით თვლის რომ გუნდი მალე გადაიწვება და ფორმის პიკზე ნაადრევად, ანუ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ფაქტია მანჩინი და მისი კამპანია მშვენიერ განწყობაზე არიან, საკუთარი ძალების სჯერათ და დიდი ტრიუმფისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ და გეგმის მიხედვით მიდიან.