ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ეთერ ლიპარტელიანმა რეპეშაჟში, უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა პოლონელი იულია კოვალჩუკი და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ძირითად დროში ილეთის გაკეთება ვერცერთმა მოახერხა. დამატებით დროში პოლონელი, თითქოს უფრო აქტიური იყო. ეთერს მეორე გაფრთხილებაც მიაღებინა, მაგრამ ლიპარტელიანი ხელსაყრელ მომენტს დაელოდა, მეტოქე კონტრილეთზე წამოაგო და ვაზარი აართვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელ ცუკასა იოშიდასა და კოსოვარი ნორა ჯაკოვას შორის დამარცხებული იქნება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *