ეთერ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში სარა სისიკესთან დამატებით დროში დამარცხდა. ჩვენმა ჯუდოკამ კარგად დაიწყო და ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე მეტოქეს ვაზარი აართვა.
სამწუხაროდ, ლიპარტელიანს მალევე გამოეპარა ფრანგის შეტევა და ვაზარი დაუთმო. ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა. ლიპარტელიანი აქტიურობამდე ილეთი წამოიწყო, მაგრამ ფრანგმა კონტრილეთზე დაიჭირდა და ვაზარი აართვა.
ამრიგად, ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე პოლონელი იულია კოვალჩუკი იქნება.