ეკა გორგოძეს წარმატებული სტარტი Australian Open-ზე

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სტარტი აიღო წლის პირველი გრანდ სლემის ტურნირის – Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა – ეკა გორგოძემ(N 143) კვალიფიკაციის1/4 ფინალურ ეტაპზე, მძიმე ბრძოლაში 6:3 1:6 6:3 სძლია შვეიცარიელ ლეონიე კუნგს (N 165) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი საკმაოდ „მძიმე“ გამოვიდა – პირველივე გეიმი, შვეიცარიელის ჩაწოდებაზე დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, რომელშიც 4 გეიმბოლი ქონდა კუნგს, თუმცა ეკომ ჯერ ეს საფრთხეები მოიგერია, შემდეგ კი, მეხუთე ბრეიკპოინტით შეძლო მეტოქის გეიმის მოგება 1:0.

ქართველი ჩოგბურთელი იოლად ინარჩუნებდა ბრეიკიან უპირატესობას და სეტის მიწურულს მან კიდევ ერთხელ აიღო ლეონიეს ჩაწოდება – 39 წუთში გორგოძემ 6:3 მოიგო.

null

მეორე პარტიაში ქართველს ჩაწოდება აღარ გამოსდიოდა და მისი თამაშიც „მოიშალა“ – კუნგმა ზედიზედ ოთხჯერ დააბრეიკა ეკო და 29 წუთში სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა 1-1 (3:6 6:1).

მესამე გადამწყვეტ პარტიაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა დავდაჯერება დაიბრუნა და მასთან ერთად ლიდერობაც – საწყისი 5 გეიმიდან 4 მოიგო და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა 4:1.

შვეიცარიელმა გაიბრძოლა, თუმცა „ქამბექის“ შესრულება აღარ გამოვიდა – 1 საათსა და 55 წუთში გორგოძემ 6:3 1:6 6:3 იმარჯვა და ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში გავიდა.

null

კუნგთან მოგებულ შეხვედრაში ეკოს ანგარიშზე 1 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 6 ბრეიკი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა 28 ვინერსი შეასრულა და 47 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

1/2 ფინალურ ეტაპზე გორგოძეს მეტოქე ავსტრალიელი კიმბერლი ბირელი იქნება(N 740), რომელმაც თავისმხრივ 1/4 ფინალში 7:6 1:6 6:3 სძლია რუს მარინა მელნიკოვას.

null

სამწუხაროდ Australian Open-ს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა საქართველოს მეორე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე(N 178). რუმინელმა ირინა მარია ბარამ 6:1 6:4 სძლია მარიამს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *