ეკა გორგოძე მშვენიერ ფორმაშია

პოლონეთის ქალაქ გდინაში გრძელდება WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ეკა გორგოძე.

ქართველი ჩოგბურთელი Poland Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და უმარტივესად გადალახა 2 ეტაპი

I საკვალიფიკაციო ეტაპი გორგოძე – კუბკა 6:1 6:2
II საკვალიფიკაციო ეტაპი გორგოძე – ანშბა 6:0 6:2

null

გორგოძემ ტურნირის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც პირველ წრეში 6:7 6:3 6:1 მოუგო რუს ანასტასია ზახაროვას და 1/8 ფინალში გავიდა.

მერვედფინალურ ეტაპზე ეკას მეტოქე ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო(N 208 მსოფლიო რეიტინგში) იქნება, რომელიც ქართველ ჩოგბურთელს 2019 წელს, შტუტგარტის ტურნირზე უკვე დამარცხებული ყავს – 6:2 7:6. ფავორიტად ვარვარაა მიჩნეული, თუმცა ეკოს ნამდვილად შეუძლია 1/4 ფინალის საგზურისთვის ბრძოლა.

null

გორგოძემ სკავალიფიკაციო ეტაპის დაძლევისთვის 18 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, Poland Open-ზე მეორე წრეში გასვლისთვის 40 დაემატა და WTA-ს live რეიტინგში 208-ე პოზიციიდან 194-მდე აიწია. ვარვარასთნ მატჩ 13:00 -ზე აიღებს სტარტს (თბილისის დრო).

დღესვე ეკას მეორე მატჩის ჩატარებაც მოუწევს – Poland Open-ის წყვილთა თანრიგის 1/4 ფინალში გორგოძე/კალაშნიკოვას დუეტი გოვორცოვა/სასნოვიჩის ტანდემს ხვდება.

null

მიმდინარე სეზონში ეკო მშვენივრად ასპარეზობს თიხნარის საფარზე, 25 გამართული შეხვედრიდან 17 მოიგო.

გორგოძემ ბელინზონას ჩელენჯერზე 1/2 ფინალამდე მიაღწია, შტუტგარტის 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირითდ ბადეში ეთამაშა ანგელიკ კერბერს, ასევე ერთი ამოსუნთქვით გაიარა როლან გაროსის 3 საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველად თავის კარიერაში დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა. წინა კვირას კი ბუდაპეშტის 250-იანთა ტურნირზე ასევე მარტივად დასძლია 2 საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველ რაუნდში იასპარეზა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *