პოლონეთის ქალაქ გროდზისკ მაზოვიეცკიში დასრულდა ITF-ის 60 000 იანი ჩელენჯერი, რომლის ტრიუმფატორიც – ეკა გორგოძე გახდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში 7:6 0:6 6:4 სძლია ქლოი პაქეს და კარიერაში ITF-ის მე-14 ტიტული მოიგო.
Kozerki Open-ის მოგების შედეგად, ეკამ რეიტინგში 96 ქულა დაიმატა, 21 საფეხურით წაიწია წინ და 476 ქულით მსოფლიოს 164-ე ჩოგანია.
ეკა გორგოძემ რეიტინგში გადაასწრო მარიამ ბოლქვაძეს (N 176 ) და საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა.
ATP-ის მამაკაცთა რეიტინგში 41-ე პოზიციას ინარჩუნებს ნიკოლოზ ბასილაშვილი (1565 ქულა).
გასული კვირის განმავლობაში რეიტინგში სერიოზული წინსვლა ქონდა ამერიკელ ჯონ ისნერს, რომელმაც კარიერაში მეექვსედ მოიგო ატლანტას ტურნირი (ფინალში დაამარცხა ნაკაშიმა 7:6 7:5). „პატარა ჯონი“ განახლებული რეიტინგით მსოფლიოს 30-ე ჩგანია.
კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი გააუმჯობესა კასპერ რუუდმა. გუშინ ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა კიცბუელის ტურნირის ფინალში 6:1 4:6 6:3 სძლია პედრო მარტინესს, 250 სარეიტინგო ქულა დაიმატა და დღეიდან მსოფლიო რეიტინგის მე-12 ჩოგანია.