ეკა გორგოძე უიმბლდონს გამოეთიშა

წარუმატებელი გამოდგა უიმბლდონის ტურნირი საქართველოს მეორე ჩოგნის – ეკა გორგოძესთვის.

კვალიფიკაციის ნახევარფინალში, ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ კრისტი ანს დაუპირისპირდა და 2 სეტში დამარცხდა 2:6 3:6.

null

შეხვედრის სტარტი ანს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. პარტიის მიწურულს მან კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და 35 წუთში სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:2.

მეორე სეტში გორგოძეს ჩაწოდება არ გამოსდიოდა, კრისტი კი ამით სარგებლობდა და მეტოქის ყველა გეიმში ქონდა ბრეიკპოინტი.

ამერიკელმა მე-4 გეიმში დააბრეიკა ეკა და 3:1 დაწინაურდა, თუმცა მომდევნო გეიმში ქართველმა შეასრულა უკუბრეიკი (2:3) და თითქოს ამით ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა მე-6 გეიმში ამერიკელმა კიდევ ერთხელ აიღ მეტოქის ჩაწოდება და შემდეგ მატჩიც იოლად მიიყვანა ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:2 6:3.

null

შეხვედრა 1 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაშ ეკოს ანგარიშზე 4 ეისი, 3 ორმაგი და 1 ბრეიკი იყო, თავისმხრივ ანმა 2 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა და 8 ბრეიკპოინტიდან 4-ის რეალიზება შეძლო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *