საქართველოს მეორე ჩოგანი – ეკა გორგოძე (N 209 მსოფლიო რეიტინგში) წარმატებით ჩაერთო უიმბლდონის კვალიფიკაციაში.
ეკომ პირველ ეტაპზე მარტივად, 2 სეტში 6:2 6:2 სძლია ბრიტანელ ევა შოუს და კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრის პირველ სეტში გორგოძემ ორჯერ აიღ მეტოქის ჩაწოდება და 26 წუთში იმარჯვა 6:2, მეორე პარტიაში ქართველმა ერთხელ კი დაკარგა გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა ბრიტანელი სამჯერ დააბრეიკა და 58 წუთში მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:2 6:2.
ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 118-ე ჩოგანი, ამერიკელი კრისტი ანი იქნება, რომელმაც თავისმხრივ ურთულეს, 3 სეტიან ბრძოლაში 1:6 7:5 6:2 სძლია თანამემამულე კაროლინ დოლეჰიდს.
გორგოძის და ანის დაპირისპირება ხვალ საღამოს გაიმართება.
დღეს უიმბლდონის კვალიფიკაციაზე საქართველოს პირველი ჩოგანი – მარიამ ბოლქვაძეც ჩაერთვება (N 191 მსოფლიო რეიტინგში).
პირველ ეტაპზე მარიამის მეტოქე რუსი ვარვარა ფლინკი იქნება (N 197 მსოფლიო რეიტინგში).
გოგოები ერთმანეთს ორჯერ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ჯერჯერობით ანგარიში 1:1-ია.
2018 წელს ნურ სულთანის ტურნირზე ფლინკმა მოიგო 6:3 6:3, ხოლო წელს, ორლანდოს ჩელენჯერზე მარიამმა მეტოქეს რევანში აუღო 6:3 6:0.
კვალიფიკაციის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ბოლქვაძის მეტოქე მატავჯიჩს და კონუხს შორის გამარჯვებული იქნება.